
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ გუშინ ზუგდიდში, ბანკში შეჭრილი ერთი თავდამსხმელის წინაშე, რომლსაც ერთი ავტომატი და ერთი ხელყუბარა ჰქონდა, საქართველოს ხელისუფლება "ბეჩავი" აღმოჩნდა. ამის შესახებ, მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" ისაუბრა.
როდესაც თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას თავს, მაშინ, მას უნდა ეყოს პოლიტიკური კულტურა და უნდა გადადგეს თანამდებობიდან. შორს, რომ არ წავიდეთ. ვანო მერაბიშვილი სააკაშვილს გირგვლიანის ამბების მერე, რომ გადაეყენებინა თანამდებობიდან "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ხელისუფლებაში იქნებოდა, ამაში მე ვარ ღრმად დარწმუნებული - გუშინ ქართული სახელმწიფო და ჩვენს მიერ გადახდილი უამრავი გადასახადი უბრალოდ წყალში ჩაყრილი აღმოჩნდა. ქართული სახელმწიფო გუშინ ბეჩავი აღმოჩნდა ერთი ავტომატიანი და ხელყუმბარიანი კაცის წინაშე - ერთ ავტომატიან და ერთ ხელყუმბარიან კაცთან თუ დამარცხდა ქართული სახელმწიფო, სხვას ვის რა წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ - რაში ვყრით ამ ფულს? გავაშენოთ იმ ფულით ვარდები და გავყიდოთ ის ვარდები, ენძელები და ატმის ბაღები - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით 14:30 სთ-ზე შეიჭრა, 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, და მიიღო კიდეც. აქვე, "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო. მას კავშირი აქვს ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან და სწორედ მათი დახმარებით გეგმავს ქვეყნის დატოვებას.