ნინო ბურჯანაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო  ბურჯანაძე მოძრაობა "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის"  პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების პირებს შეხვდა.

"სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მათთვის ელემენტარული პირობები იყოს უზრუნველყოფილი. მათი უფლებები იყოს დაცული. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მათი შეზღუდვა ან ბარიერის დაწესება სწავლის თუ სამსახურის დაწყების თვალსაზრისით", - თქვა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ შეკრებილ საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის ის ნაწილი გააცნო, სადაც საუბარია, როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი