"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ზუგდიდში მომხდარი ძარცვისას, ერთ-ერთ მძველაზე, დავით ხვიბლიანზე წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის ტერორისტია. გავრამია წერს, რომ ვალდებულებისამებრ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა.
"დავით ხვიბლიანი ჯარისკაცია, ბიბლიოთეკარი თუ მეწისქვილე, საერთოდ არ მადარდებს. წყარომ მომცა ინფორმაცია, რომ ტერორისტია. პირნათლად შევასრულე ჩემი ვალდებულება და პატრულს ვაცნობე. აბა მე ხომ არ დავიწყებდი გამოძიებას და ინფორმაციის სისწორის გადამოწმებას. პლიუს ამას, ინფორმაციის დამალვა დანაშაულია, რომელსაც ნამდვილად არ ჩავიდენ, ვის რა წარმოდგენაც არ უნდა ქონდეს ხვიბლიანზე", - წერს ნიკა გვარამია.
გავარამია აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია ხვიბლიანის თანამონაწილეობაში, ამის დასადასტურებლად კი სემდეგი მაგალითები მოჰყავს:
ამავე თემაზე გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბა "ქრონიკა +"-ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ. მისთვის გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა ზუგდიდში ჯარისკაცი სენაკის სამხედრო ბაზიდან. კილაძე ამბობს, რომ "საქართველოს ბანკის" ფილიალი სენაკშიცაა, შესაბამისად, ამ მიზნით ვერ მოხვდებოდა. მისი თქმით, სამხედრო პოლიცია ამ ფაქტითაც უნდა დაინტერესდეს.
ბოლო ინფორმაციით, ზუგდიდის "საქართველოს ბანკში" მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი მძევალი, დავით ხვიბლიანი სენაკის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. მან დაკითხვა ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.