პარტია "ევროპული საქართველო" მაჟორიტარობის კანდიდატ, ხათუნა გოგორიშვილთან ერთად ოზურგეთში შემაჯამებელ შეხვედრას მართავს. ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას პარტიის ლიდერებმა, დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამაც მიმართეს.
ბაქარაძემ აღნიშნა, რომ მთავრობას მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ადამიანების დასაქმებასა და მათ სოციალურ დაცვაზე ზრუნვა ევალება, რასაც "ქართული ოცნება" არ აკეთებს.
"ჩვენი ბრძოლა არის ნაკურთხი და ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად" - უთხრა შეკრებილ მოსახლეობას, გიგი უგულავამ. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, 31 ოქტომბერს სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.
"ნუ შეგვეშინდება იმ ორი ვირუსის, რომელიც დღეს არის გურიაში და საქართველოში, არც კოვიდის გვეშინია გურულებს, არც ქართული ოცნების გვეშინია გურულებს," - თქვა, ხათუნა გოგორიშვილმა.
მან ხალხს მადლობა გადაუხადა ნდობისთის და იმ ოპტიმიზმისთვის, რაც საარჩევნო კამპანიის პერიოდში ადგილობრივებისგან მიიღო.