რამდენჯერ უნდა აგვაგდოს ფინთი გოიმივით, მისი ხრიკები ყველასთვის ნათელია - სააკაშვილი ივანიშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არჩევნების წინ ჩანაწერების გამოქვეყნებას, ელოდება, თუმცა მისი თქმით, ივანიშვილის ხრიკები უკვე ყველასთვის დღესავით ნათელია. ამ თემაზე მან გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის დროს არჩევენების წინ საავადმყოფოები, თანამედროვე კომპლექსები იხსნებოდა და სამუშაო ადგილები იქმნებოდა, ახლა კი სისხლის სამართლის საქმები, ისტერიკა და ჩანაწერების გამოქვეყნება ხდება.

"აუცილებლად გამოაგდებენ ჩანაწერებს, აუცილებლად მოიგონებენ რაღაცას, რამდენჯერ უნდა აგვაგდოს ფინთი გოიმივით, რამდენჯერ უნდა გვაჭამოს ერთიდაიგივე სალაფავი, ხომ ყველა მისი ხრიკი ყველასთვის დღესავით ნათელია. აქ საუბარი იმაზე კი არ არის ვინ ტელეფონზე ვისთან რა ილაპარაკა, ან ვინ ვისთან საქმე დაიჭირა ან არ დაიჭირა, ჩაეხუტა, აკოცა, თუ კიდევ არ ვიცი. აქ საქმე არის იმაზე, ჩვენ შვილებს და ჩვენ მომავალს, ჩვენ ახლობლებს, ჩვენ ოჯახებს, ჩვენი პასიურობით ვართმევთ მომავალს თუ ჩვენ ჩვენს საქართველოს ვუბრუნებთ აწმყოს და მომავალს", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს წარმოუდგენლად დიდი პერსპექტივა აქვს და მას უზარმაზარი მომავალი აქვს. 

"მე ამ გაგებით ვარ ძალიან ამბიციური, მე მინდა რომ საქართველო იყოს მსოფლიოში საუკეთესო. ამას [ივანიშვილს] უნდა, რომ პატარა სოფელი იყოს, საქართველოს მოდელი, როგორც თვითონ გამოგვიცხადა საჩხერე და ჭორვილა, კაი ხალხია საჩხერეში, მაგრამ ცხრუკეთი არის ჩემი სოფელი ერთ-ერთი საჩხერის გვერდით, რომ გამომეცხადებინა მე თავის დროზე რომ სინგაპური და დუბაი კი არა ცხრუკეთიზაციას გიპირებთ საქართველოში, ხომ დამცინებდით, აბა ამ ბრიყვს რატომ ვაბედინებთ ამდენს", - თქვა მან.

მესამე პრეზიდენტის თქმით, ძალოან ცოტა დრო რჩება მობილიზაციისთვის, რადგან საკითხი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნაზე დგას. სააკაშვილის განცხადებით, უკან დახევას არ აპირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი