მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ ეკონომიკის საიმიჯო ვიდეო რგოლში გვთავაზობს მონაცემებს, რომ ქვეყანაში 2012 წლიდან ეკონომიკა თითქმის გაორმაგდა. ეს იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური მონაცემებით და სტატისტიკით "ოცნების" ეკონომიკური კრახი კრიტიკულ ზღვარზე მიდის  2014 -2015 წლებში და ამ წლებიდან იწყება სრული ეკონომიკური დაღმასვლა. იქამდე კი: 

"ოცნება" ამტკიცებს, რომ 2012 ში ქვეყნის ეკონომიკა შეადგენდა 26 მილიარდ ლარს, 2019 წელს ეს მონაცემი 50 მილიარდამდე გაიზარდა. თუმცა ეკონომისტები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ივანიშვილის გუნდი ციფრებით მანიპულირებას ცდილობს, ვინაიდან ერთის მხრივ საქსტატის მონაცემებით, 2012 წელს რეალურად არა 26, არამედ 27 მილიარდი ლარი იყო ქვეყნის ეკონომიკა.

მეორეს მხრივ კი, გასათვალისწინებელია დოლარის კურსი და დოლარში გამოვითვლით ამ მაჩვენებელს 2012 წელს 16 მილიარდ 500 მილიონი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც ერთ სულ მოსახლეზე 4 ათას 400 დოლარს შეადგენს. 2019 წელს კი ეს მონაცემი ერთ სულ მოსახლეზე 4,800 დოლარია. 

გამოდის, რომ ეკონომიკური ზრდა რეალურად 7 წლის განმავლობაში ქვეყანას უბრალოდ არ ჰქონია.
ამას ემატება 2020 წელი და პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკის დაპაუზება.

ივანიშვილის გუნდი ასევე გვარწმუნებს, რომ უმუშევრობის დონე ქვეყანაში შემცირდა; და თუ მაგალითად 2012 წელს 17,2%-ს შეადგენდა, 2019 წელს 11%-მდე შემცირდა უმუშევრობა საქართველოში. სინამდვილეში კი, მმართველი გუნდი სტატისტიკას საჯარო უწყებებში შექმნილი სამუშაო ადგილებით ბერავს.

განსაკუთრებით საინტერესო ვითარება არის კერძო სექტორში - თუ შევხედავთ მონაცემებს, 2013 წლიდან ფაქტობრივად ზრდა არ არის კერძო სექტორში დასაქმების, 2015 წლიდან კი 2019 წლამდე 44 000-ითაა შემცირებული დასაქმნებულთა რაოდენობა.

აქვე, 8 წლის განმავლობაში სამუშაო ძალა 100 000 ადმაიანით შემცირდა, რაც ნიშნავს იმას,რომ მათი დიდი რაოდენობა ემიგრაციაში წავიდა ან სამუშაოს პოვნის იმედი დაკარგა.

ცნობისთვის, პანდემიის დროს 2020-ში140 000-მდე ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი - თუმცა, ეს მონაცემები "ქართული ოცნების" საიმიჯო ვიდეო რგოლში არ მოხვედრილა.

აღსანიშნავია, რომ UNICEF-ის 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 70 000 ბავშვი  შიმშილობას 135 ათასზე მეტი პენსიონერი კი უკიდურესი სიღარიბის ზღვარზეა. ამას ემატება პანდემიის ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული სირთულეებიც. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი