სახელმწიფოს ქმედება დაცინვა და უსუსურობაა - გასართობი ცენტრები მთავრობას

გამოქვეყნდა:

გასართობი ცენტრების მეპატრონების თქმით, მთავრობამ ბიზნესები მოატყუა და სესხად აღებული 5 მილიარდიდან მათთვის დახმარება არ გამოყო. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ მათ დასცინა და საბუთები ტყუილად, უმიზეზოდ შეაგროვებინა და გააგზავნინა შესაბამის უწყებებში. 

"ამდენიხანი გრძელდება პანდემია და არანაირრი სუბსიდირება არ ყოფილა. ყველაზე სასაცილო რაც მათგან არის დაცივნა და უსუსრება არის, რომ ორი დღის წინ ვესაუბრე ეკონომიკის სამინისტროს საიდანაც პასუხი იყო რომ ორი ხუთშაბათიღა დაგვრჩა მთავრობაში ჩვენ როგორ დაგეხმარებითო", - ამბობს გიორგი მთივლიშვილი, კომპანია "ლაიქის" მფლობელი. 

ცნობისთვის, თბილისში 150 ბავშვთა გასართობი ცენტრიდან, რომელთაგან თითოს დაახლოებით 20 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული, 90-ზე მეტი უკვე დაიხურა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 412  ადამიანი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ის 193 გახდა - მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა. 

შემთხვევების რეგინალური განაწილება შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 6503
  • გამოჯანმრთელებულია - 10 163
  • მათ შორის გარდაცვლილია - 193;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  4 180
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 848
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3 155 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 32 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი