კლინიკური მართვის ჯგუფის მუშაობა კრიტიკას ვერ უძლებს - ჯანდაცვის ექსპერტები

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის მზარდი სტატისტიკის ფონზე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები სრულ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ. მათი თქმით, კრიზისული მართვის ჯგუფი ვერაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტატისტიკური მონაცემები შეიცვალოს. პრობლემაა ისიც, რომ ხელისუფლებას ამ დრომდე არ აქვს კონკრეტული გეგმა, რომლითაც პროცესთან გამკლავებას აპირებს. 

"უკვე სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, უკვე ჩვენი ჰოსპიტალური სექტორი, ჩვენი საზოგდოებრივი ჯანდაცვის სამსახურები გაზაფხულთან შედარებით, თუ მაშინ საკმარისი იყო რაღაც თავის მოწონება მცირე შემთხვევებით, ალხა უკვე ამის დრო აღარ არის. თუ ასე გაგრძელდა შემთხვევების მატება ჩვენ უნდა დავიწყოთ კრიზისული მართვის პროგრამა", - ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, სანდრო ურუშაძემ.

მისი თქმით, კლინიკური მართვის ჯგუფის მუშაობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და შემთხვევების მართვა ერთი ადგილიდან მეორეზე გადადი და სრული დაბნეულობაა.

"ეს სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს რიცხვები არ იმატებდეს. ხვალ რომ 5 000 იყოს არ გამიკვირდება. მუდმივად ამბობენ ამას გავაკეთებთ, შემოვიტანთ, არამიმდევრული ნაბიჯებია მუდმივად. გვიჭირს მართვა, გამოცდილება არ გვაქვს", - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი, ვატო სურგულაძე.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 412  ადამიანი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ის 193 გახდა - მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა. 

შემთხვევების რეგინალური განაწილება შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 6503
  • გამოჯანმრთელებულია - 10 163
  • მათ შორის გარდაცვლილია - 193;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  4 180
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 848
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3 155 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 32 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი