ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან გიორგი გახარიამ კიდევ ერთი შეხვედრა გამართა

გამოქვეყნდა:

პრემიერთან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. გახარიას სფეროში მომუშავე პირბა ის პრობელემები გააცნას, რის წინაშეც მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე დგანან. მათი მთავარი მოთხვონა საგადასახადო შეღავათებაზე ვადგის გაგრძელება და ბანკებთან შუამდგომლობა იყო.

"პრობლემა ძალიან დიდია და აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა ბიზნესის დახმარების კუთხით, შეეხება ეს ბანკებთან ურთიერთობას, საგადასახადო წნეხს, იმ ვითარებას რაც ამ სფეროში ჩამოყალიბდა, სამუშაო ადგილების გადარჩენის აუცილებლობა", - სეტორატორთა ასოციაციის წარმომადგენელმა, შოთა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, შეთანხმებას მხოლოდ დღგ-ს საკითხი ვერ დაექვემდებარა.

"საერთოდ, შედარებითი ანალიზის საშუალებით, პოსტკრიზისული აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები გვაქვს, თუმცა გამოწვევა ბევრი იქნება. არავინ იცის და მიუხედავად იმისა, რომ 8 თვე გავიდა, ვერავინ პროგნოზირებს, როგორი იქნება მეორე ტალღის სიღრმე. სახელმწიფოს რესურსი ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის, შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა", - თქვა გიორგი გახარიამ.

დღევანდელ შეხვედრაზე კაფეებისა და რესტორნების მიმართ დადგენილი რეგულაციების გადახედვის საკითხმაც გაიჟღერა, რომელიც 22 საათის შემდეგ მუშაობის შეზღუდვას გულისხმობს, თუმცა შეიცვლება თუ არა წესები ჯერ უცნობია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი