რას ფიქრობს ხალხი ზუგდიდის ყაჩაღობაზე და თავდამსხმელზე, რომელიც ამ დრომდე არავინ იცის სადაა

გამოქვეყნდა:

თბილისის ქუჩებში გამოკითხული მოქალაქეების დიდ ნაწილს, ზუგდიდში მომხდარმა თავდასხმამ და ადამიანების დატყვევებამ, ისე როგორც გაზრდილმა დანაშაულმა, გაუჩინა განცდა, რომ სპეცოპერაციებს ამ ქვეყანაში უკვე შეიარღებული ყაჩაღები ატარებენ  და არა ხელისუფლება. 

"მთავართან" საუბარში ადამიანები ასევე ფიქრობენ, რომ 21-ე საუკუნეში უამრავი მექანიზმია იმისთვის, რომ ეპოვნათ დამნაშავე და არ მომხდარიყო ის, რაც ზუგდიდის ცენტრში, საქართველოს ბანკის შენობაში მოხდა. 

აქვე აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის ინციდენტზე, გენერალი დევი ჭანკოტაძე ამბობს, რომ "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეჭრილი შეიარაღბული პირი მაღალი რანგის ჯარისკაცია, რომელსაც დიდი ალბათობით სპეც. მომზადებაც აქვს გავლილი.

შეგახსენებთ, რომ  21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, და მიიღო კიდეც. აქვე,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო.

ცნობისთვის, "მთავარის" ინფორმაციით, ზუგდიდის თავდამსხმელის პოვნა, შინგან საქმეთა მინისტრმა კანონერ ქურდებს დაავალა. პოლიციამ საქმის გამოძიებაში დახმარება ოჩამჩირელ კანონიერ ქურდს, ოთარ მიქავას, იგივე მიკა ოჩამჩირსკის სთხოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი