"სპეც. მომზადება აქვს გავლილი" - დევი ჭანკოტაძე "საქართველოს ბანკში" შეჭრილ თავდამსხმელზე

გამოქვეყნდა:

გენერალი დევი ჭანკოტაძე თვლის, რომ "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეჭრილი შეიარაღბული პირი მაღალი რანგის ჯარისკაცია, რომელსაც დიდი ალბათობით სპეც. მომზადებაც აქვს გავლილი. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" ისაუბრა. 

"დიდი ალბათბით არის სამხედრო, არა დაბალი რანგის, მინიმუმ სერჟანტი. ამაზე მიუთითბს ფორმა, აღჭურვილობა იგი შეიარაღებულია რუსული ტიპის ავტომატური იარღით, რომელიც მხოლოდ რეზერვისტებისთვისაა განკუთვნილი. აჟჭურვილია მინიმუმ ოთხი მჭიდით ანუ სამხედროსთვის სტანდარტული კომპლექტაცია აქვს, პლიუს ამას აქვს ხელყუმბარა. ქუდი და ჩაფხუტ არის სპეცდანიშნულების ელემენტები, ნიღაბი და ხელთათამნიც. ეს არის სამხედრო, რადგან თქვენ, რომ ჩაგაცვათ სამხედრო ფორმა დისკომფორტი გექნებათ, ის ისე ატარებს ამ სამხედრო ფორმას, რომ მინიმუმ ორი სამი წელი არის ნამსახური ჩვენს ჯარში... სპეც მომზადება აქვს გავლილი, შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია, სიგარეტს არ ეწევა, წყალიც მომარაგებული აქვს." - ამბობს დევი ჭანკოტაძე.

გენერლის აზრით, სახელმწიფომ დამნაშავის ვინაობა იცის და მალავს იმიტომ, რომ არჩევნებამდე, რამდენიმე დღით ადრე ეს საქმე "გახსნას". 

"სანამ შემოვიდოდა უამრავი კამერები არსებობს, დარწმუნებული ვარ იციან ვინ არის. სანამ მოვიდოდა არ ჰქონდა ნიღაბი, შემოსვლის წინ გაიკეთა. იდენტიფიკაცია დიდი ალბათპბით მომხდარია მაგრამ არ გვეუბნებიან. უნდათ საქმე გახსნან 28, 29, 30-ში და თქვან, რომ მაგარი ბიჭები არიან საქმე გავხსენით და ხმა მოგვეცით "ქართლ ოცნებას"-ო" - ამბობს დევი ჭანკოტაძე

 გადაცემაშივე, გემერალი ამბობს იმასაც, რომ "ამ ოპერაცის შედეგი არის ის, რომ მთლიანად ჩამოშლილია სახელმწიფო".

შეგახსენებთ, რომ  21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, და მიიღო კიდეც. აქვე,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი