დღევანდელი, 25 ოქტომბერის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 201-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა.
გარდაცვლილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ უნცობია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში დამატებით 1 928 ადამიანი ინფიცირდა, 604 კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 32 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.