ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან 604 ადამიანი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსისგან დამატებით 604 ადამიანი გამოჯანმრთელდა და განკურნებული პაციენტების საერთო რაოდენობა 10 767-მდე გაიზარდა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში დაინფიცირდა 1 928, ხოლო გარდაიცვალა 8 კოვიდინფიცირებული. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 28431
  • გამოჯანმრთელებულია - 10767
  • მათ შორის გარდაცვლილია - 201
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  4112
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2268
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3766 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 32 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი