ე.წ. ციხის კადრები მისი გავრცელებიდან 8 წლის შემდეგაც აქტუალურია. "ტვ პირველის" ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ლადო ბედუკაძემ ჩანაწერები ვანო ჩხარტიშვილის დაფინანსებით გააკეთა.
ოპოზიციისთვის ეს ყველაფერი მოულოდნელი არ ყოფილა და ამბობენ, რომ ჩხარტიშვილიც და ბედუკაძეც რუსული ინტერესების გამტარებლები არიან და შესაბამისად მათ რუსული სპეცსამსახურების დავალება შეასრულეს
ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ კადრები, რომელმაც 8 წლის წინ ხელისუფლება შეცვალა, სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს.
ეს იყო საინფორმაციო ოპერაცია, რომლის მიზანი იყო ემოციური ფონის შექმნა, რომელიც დაეხმარებოდა რუსეთს საკუთარი მიზნების განხორციელებაში - ამბობს "ენმ"-ს წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი
ჩხარტიშვილი გახდა ჩვენი ქვეყნის მოუშორებელი შავი ჭირი - ასე ეხმაურება "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა გავრცელებულ ჩანაწერებს. გუგავა ამბობს, რომ ოლიგარქი ჩხარტიშვილი დღესაც მონაწილეობს ქართული პოლიტიკის შექმნაში.
"ტვ პირველის" ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება რომ ე.წ. ციხის კადრების გავრცელების მთავარი დამფინანსებელი, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყო.
აუდიო ჩანაწერებში ერთმანეთს ვანო ჩხარტიშვილი და ამ დავალების შემსრულებელი ლადო ბედუკაძის საუბარია ასახული. აუდიოფაილების მიხედვით ვანო ჩხარტიშვილი აღიარებს რომ კადრების გავრცელებას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა.