არმაზ ახვლედიანი ოპონენტ მაჟორიტარობის კანდიდატებს დებატებში იწვევს

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში, არმაზ ახვლედიანი, კონკურენტ კანდიდატებს სატელევიზიო დებატებში იწვევს.

ახვლედიანი მოითხოვს, რომ მისმა კონკურენტებმა საჯაროდ წარმოადგინონ პროგრამები, თუ რის გაკეთებას გეგმავენ ბათუმის სასარგებლოდ.

"ისტორიულ არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. უპირველესად მე მივმართავ მთავარ კონკურენტებს - "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას". დარჩენილი დღეები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი", - ამბობს არმაზ ახვლედიანი. 

ცნობისთვის, ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში ლევან ვარშალომიძეა, "ოცნებიდან" კი რესან კონცელიძე.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი