"ნუ მისცემთ უფლებას მათ, ვინც რვა წლის განმავლობაში თქვენს ცხოვრებას ანგრევდა, კვლავ თქვენს ნაცვლად გადაწყვიტოს თქვენი მომავალი"

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა ქუთაისში შემაჯამებელი საარჩევნო შეხვედრა გამართა და ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა. ვაშაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა არჩევნებზე მისვლისა და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისაკენ:

"ნუ მისცემთ უფლებას მათ, ვინც რვა წლის განმავლობაში, თქვენს ცხოვრებას ანგრევდა, კვლავ თქვენს ნაცვლად გადაწყვიტოს თქვენი მომავალი. მერწმუნეთ ისინი, ხალხის ძარცვას დახარბებულები, სახლებში არ დარჩებიან, ყველანი მივლენ არჩევნებზე. საარჩევნო უბნებზე არ დაიწყებენ წუწუნს და იბრძოლებენ ძარცვის უფლების კვლავ შენარჩუნებისთვის"-ამბობს გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძემ ქვეყნის დღევანდელ მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და მხარდამჭერებს პირობა მისცა, რომ მისი და მისი პარტიის სტრატეგია ამ მდგომარეობიდან გამოყვანის ერთადერთი გზაა:

ჩვენი საზრუნავი არის ის, რომ ის გაციებული გული გაგითბოთ, როგორც მე ხელი დაგადეთ გულზე, ესე ვაპირებთ,  რომ სითბო გადავცეთ მთლიანად საქართველოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვირწმუნოთ,რომ შეგვიძლია,"- მიმართა გიორგი ვაშაძემ ამომრჩეველს.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი