31 ოქტომბრის შემდეგ, დღევანდელ მეტოქეებს უნდა გავუწოდოთ ხელი, დავივიწყოთ წარსული მტრობა - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

"ენმ- ძალა ერთობაშიამ" რუსთავში დღეს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით კირკიტაძე კიდევ ერთხელ წარადგინა და შემაჯამებელ შეხვედრაზე მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა ამომრჩეველს.

რუსთავის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს მესამე პრეზიდენტმაც მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რუსთაველებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი კანდიდატი ახლაც ხმების მაქსიმალურ რაოდეონას მიიღებს და გაიმარჯვებს:

„ივანიშვილი ემზადება დიდი გაყალბებისთის, ჩვენ ეს კარგად ვიცით. რა თქმა უნდა, ის მიმართავს ათასგვარ ხრიკებს, მაგრამ დაე ემზადოს გაყალბებისთის. ჩვენ ვემზადებით, ქართველი ხალხი, დიდი გამარჯვებისთვის....

საქართველოში ყველაფერი არის ნაციონალური მოძრაობის გაკეთბული და ყველაფერი არის გაფუჭებული  ბიძინა ივანიშვილის. ამიტომაც გაფუჭების რესურსი საქართველოში ამოწურულია. ახლა ისევ გაკეთების დროა, ისევ აღმშენებლობის დროა“ - ამბობს სააკაშვილი.

 მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ უნდა დასრულდეს მტრობა. მან პოლიტიკურ ოპონენტებს დღეს თანამშრომლობის ხელი გაუწოდა:

"ახლა დგება დრო, საქართველოს ხელახლა გაერთიანებისა და შეკრების. რვა წელი ივანიშვილი გვყოფდა. გაყოფა სატანისგან არის, ივანიშვილი გვყოფდა, ივანიშვილმა გადაგვკიდა ერთმანეთს. მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ, აუცილებლად ჩვენ დღევანდელ მეტოქეებს უნდა გავუწოდოთ ხელი და ვუთხრათ- დავივიწყოთ წარსული მტრობა, დავივიწყოთ ყველანაირი ბოღმა, არავინ არ უნდა ჩაიდოს გულში, დავივიწყოთ ყველაფერი, რაც თქვენ გაგვიკეთეთ ცუდი, მე ამას ნამდვილად ვიტყვი და მოდით ყველამ ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ ქართველი ერი გაერთიანდეს და საქართველოს ერთად ავუშენოთ მომავალი, მიუხედავად ყველაფრისა... ჩვენ გვაქვს პატიების ძალაც"-ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ენმ- ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ამომრჩეველს პირობა მისცა, რომ ის რაც 8 წელიწადში "გააფუჭეს, აუცილებლად გამოასწორებს უმოკლეს ვადებში"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი