"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე 6 დღით ადრე, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა. 

ეს ელდარ გოგოლაძის პირველი ინტერვიუა, რომელშიც ის ივანიშვილის წარსულზე, პოლიტიკაში მოსვლაზე, გამდიდრებასა და უკანონო საქმეებზე ყვება. ელდარ გოგოლაძემ "ქართუში" 8 წელი იმუშავა, აქედან 5 წელი მან პირადად ივანიშვილთა იმუშავა და მასთან საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდა. 

ელდარ გოგოლაძე იხსენებს, რომ ბიძინა ივანიშვილი თავდაპირველად ყოველტვის ამტკიცებდა, რომ პოლიტიკაში მოსვლა არ უნდოდა, ეს მისი ინტერესის სფერო არ იყო. თუმცა ამავე ინტერვიუში პირველად გახდა ცნობილი, რომ ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში ჩართვა ბვერად ადრე გადაწყვიტა, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი. 

ელდარ გოგოლაძე იხსენებს, რომ მისი "ქართუდა" წამოსვლა, სწორედ ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილებამ გამოიწვია და ეს 2003 წელს მოხდა.

"2003 წლის დეკემბერში. ვარდების რევოლუცია მოხდა, სააკაშვილი თეთრ ცხენზე ზის, ყოველგავრი კითხვისნიშნების გარეშე ყველასთვის ცნობილია, რომ ის გახდება პრეზიდენტი. ბრუნდება 5 დეკემბერს მოსკოვიდან, მე ვხვდები მას თბილისში, მივდივართ ჭორვილაში. მანქანაში ვსხედვართ მძღოლი, მე ბიძინა და მეუღლე - ეკა. მანამდე არასდროს არ უსაუბრია ჩემთან მას პოლიტიკაში მოსვლის მიზნებზე, შესაძლებლობაზე, ყოველთვის ენერგიულად უარყოფთა ასეთ შესაძლებლობასაც კი.

მერე მომიყვა თავის შეხვედრებზე, რომლებიც ჰქონდა 3 და 4 დეკემბერს, ესაა 2003 წელი, ვლადისლავ სურკოვთან, 2003 წელს ვლადისლავ სურკოვი იყო პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. სურკოვი იყო მასთან მისული, მოსკოვში, ჰოლდინგში. სურკოვი სხვათაშორის იყო ბიძინას თანაშემწე ვიდრე კრემლში მოხვდებოდა და ბიძინას რეკომენდაციით და კვოტით მოხვდა კრემლის ადმინისტრაციაში. ყვება, რომ მასთან ჰქონდა საუბარი, საქართველაზე, პოლიტიკაზე, უცნაური რაღაც თქვა, ვლადისლავმა მითხრაო შენ იქ იმდენად პოპულარული ხარ, რომ ახლაც რომ დარეგისტრირდე კანდიდატად 80%-ს შენ მიიღებ და 20% მიხეილ სააკაშვილიო. მე ვუთხარი გამორიცუხლია ეს", - ამბობს ელდარ გოგოლაძე.

ივანიშვილმა ამ წინადადებაზე გოგოლაძისგან პასუხად მიიყო, რომ ეს გამორიცხული იყო, რადგან ის სურკოვზე და ლაპარაკის დამსწერე მეორე პირზე უკეთ იცნობდა საქართველოს. 

"მე ვუთხარი, ბიძინა, რათ გინდა ღატაკი, დავრდომილი ქვეყნის პრეზიდენტობა. აშკარად მეტი სტატუსი გაქვს შენი რესურსებით, შენი შესაძლებლობებით და რათ გინდა ეს, ხალხმა გაგიცნო როგორც ქველმოქმედი. დარჩი საქართველოს ისტორიაში ლეგენდადმეთქი", - მაბობს ის.

რესპოდენტი იხსენებს, რომ ივანიშვილი ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებდა, აწინაურებდა მათ, დაუმსახურებალდ წინ წევდა, ნიშნავდა თანამდებობაზე, რომელთა კომპეტენციაც არ ჰქონდათ. მისივე თქმით, ივანიშვილი ისეთ ადამიანებს ეხმარებოდა, რომლებიც შემდეგ ამ ქველმოქმედებაზე საქვეყნოდ ილაპარაკებდნენ, მათ ნათქვამს კი ხალხიც გაიგებდა.

"თავიდან ისე ჩანდა, რომ უყვარდა თეატრი, თეატრების დაფინანსებით დაიწყო. რემონტებით და აფინანსებდა უფრო ცნობილ მსახიობებს. მე რამდენჯერმე ვურჩიე, რომ მოდი იმათაც მიეცი ფული ქვევით, ვისაც უფრო უჭირს, ამათ ასე თუ ისე აქვთ რაღაც შეძლება, ზოგიერთს პატარ-პატარა ბიზნესებიც აქვს მეთქი. ეს ის ხალხი იყო რომელიც ნამდვილ თუ მითურ ქველმოქმედებას საქვეყნოდ განაცხადებდა და მათ ნალაპარაკებს ხალხი გაიგებდა. 

"მე ვუთხარი დარჩი საქართველოს ისტორიაში ქველმოქმედად და ლეგენედად, აუცილებლად გაილანძღები, რომც გახდე პრეზიდენტი. ამის შემდეგ გაცივდა ურთიერთობები, მე უკვე იქ იშვიათად ჩავდიოდი ჭორვილაში, ამის მერე შემომწყრა. მე ვუთხარი, რომ მოსკოვში უზარმაზარი კომპანიების მართვა და საქართველოს მართვა აბსოლუტურად სხვადასხვა ისტორიებია. საქართველოს უკავია განსაკუთრებული მდგომარეობა, ეს არის განსაკუთრებული გეოპოლიტიკური რეგიონი, პირდაპირ ვუთხარი შენ ეს ცოდნა არ გაქვს", - ამბობს ის. 

გოგოლაძის თქმით, სწორედ ეს გახდა მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაძაბულობის მიზეზი. ივანიშვილს ეგონა, რომ მას შურდა, როგორც გლეხის შვილის, რომელმაც ამდენს მიაღწია.

"მე ვუთხარი, რომ კი არ მშურს, შენც მენანები, შენი ოჯახიც, რომელსაც მე კარგად ვიცნობ და საქართველოც მენანება პრეზიდენტს ივანიშვილის ხელში, ვერ შეძლებ საქართველოს მართვას, მე ვუთხარი. აქ ბევრი ინტერესებია გასათვალისწინებელი, დასაბალანსებელი აქ არის სამხრეთიც დასავლეთიც ჩრდილოეთიც, შენ ფულს შოულობ მოსკოვში, ბიზნესები გაქვს ევროპაში, ხარ ევროკავშირის მოქალაქე, ამის დაბალანსება გაგიჭირდება, ეს ორ სკამზე ჯდომაათქო მე ვუთხარი, დაკარგავ ბევრ რამეს, ქონებას. 

ახლა რასაც აკეთებს მეც კი ვერ წარმოვიდგენდი თუ იზამდა. ის თუ აქ ფულის შოვნას დაიწყებდა თანაც ასე. იმიჯი იყო ისეთი, და გარკვეული პერიოდი მეჯერა, რომ ის ფულს  შოულობს რუსეთში და არ სჭირდება აქ არაფერი, ხალხს ეხმარება, ამ დროს გავიხსენოთ რა სიტუაცია იყო საქართველოში", - ამბობს ის.

გოგოლაძის თქმით, ამ გადმოსახედიდან ფიქრობს, რომ ის ხალხს უბრალოდ კი არ ეხმარებოდა, არამედ "ყიდულობდა, ბიოგრაფიას იქმნიდა და ემზადებოდა მომავალი "ნახტომისთვის". მისივე აზრით, ქვეყანაში ნორმალური ფონი, რომ ყოფილიყო ივანიშვილის პოლიტიკური კარიერა მსგავსად ვერ განვითარდებოდა.

"ბოლო შეხვედრა მქონდა უკვე დაიძაბა ძალიან ურთიერთობა, მე ვთხარი, რომ წავალ, მე პოლიტიკა არ მაინტერესებს, ასე წასვლა, დარჩიო მთხოვა, ბოლო შეხვედრა იყო ეს რომ ვილაპარაკეთ, ზაფხულში პირველი ივლისი იყო 2004 წლის, მე ვუთხარი მე ახლაც იმ ჭკუაზე ვარ და გირჩევ, რომ არ გინდა ეს პრეზიდენტობა. ჭორვილაში ვარ ჩასული დასამშვიდობებლად, დავწერე განცხადება გათავისუფლებაზე. შემდეგ ანერვიულდა და ფანატიკოსი ხარო მითხრა. მე ვუთხარი, რომ ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, იქ შემეძლო დავრჩენილიყავი, დიდი ფული მეშოვა, ვუთხარი, რომ პოლიტიკა არ მაინტერესებდა, მე ისეთი მხრიდან დავინახე პოლიტიკა შევარდნაძესთან მუშაობის დროს, რომ იქით გახეთვაც არ მინდა, შენც არ გირჩევ ამას მეთქი, ბოლოს მითხრა, რომ გშურს ჩემი, ნუ რაკი მშურს, ჩემი ბოლო სიტყვა იყო, ბიჭები იყვენ დაცვის ერთი ხუთი ექვსი კაცი, რაკი ასეა მე ვუთხარი კიბატონო, ალბათ გახდები საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ ალბათ დანარჩენი  ცხოვრება უნდა ვიცინო ამაზე მეთქი ვუთხარი, შორიდან გიყურებ და ვიცინი და არ ჩავერები მეთქი პირობას გაძლევ. მაგრამ ახლა რომ გელაპარაკები ნიკა, ჩავერიე, უკვე მოთმენა აღარ შეიძლება. ეს სატირალზე მეტია, ქვეყანა იღუპება", - ამბობს ელდარ გოგოლაძე.

გოგოლაძე ამბობს, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა ინგრევა, რომლის აშენებაშიც, ტრაბახის გარეშე შეუძლია თქვას, რომ მასაც აქვს ერთი-ორი აგური დადებული, ე სახელმწიფოებრიობა ინგრევა უუნარობისთაც და შეგნებულადაც და ამაში აუცილებლად არის რუსული კვალი.

მისივე თქმით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს საქართველოში რუსული პოლიტიკური ზეგავლენის გამტარია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი