ივანიშვილი რეალური საფრთხეა ეროვული ინტერესებისთვის და დამოუკიდებლობისთვის - ელდარ გოგოლაძე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე 6 დღით ადრე, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა. 

ეს ელდარ გოგოლაძის პირველი ინტერვიუა, რომელშიც ის ივანიშვილის წარსულზე, პოლიტიკაში მოსვლაზე, გამდიდრებასა და უკანონო საქმეებზე ყვება. ელდარ გოგოლაძემ "ქართუში" 8 წელი იმუშავა, აქედან 5 წელი მან პირადად ივანიშვილთა იმუშავა და მასთან საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდა.

გოგოლაძე ივანიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის და ეროვნული ინტერესების საფრთხელ მიიჩნევს. მისი თქმით, ივანიშვილმა ერთ-ერთი საუბრის დროს აღნიშნა, რომ "მე კი არ ვმართავ ჩემ ფულს, ჩემი ფული მმართავს მე". 

- რა ესმის ბიძინა ივანიშვილს საფუძვლიანად და ღრმად?

-კითხვა არ უყვარს როგორც გითხარით, ასპირანტურაში როგორ ჩააბარა არ ვიცი. დაამთავრა როგორც ვიცი და დაიცვა კიდევაც საკანდიდატო. რუსულად წერა არ იცის, ქართულად საკმაოდ ნორმალურად წერს. ჰქონდა მცდელობა ფრანგულის და ინგლისურის შესწავლის, ჰყავდა მასწავლებლები, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, ვერცერთი ვერ ისწავლა. არიან ადამიანები, რომლებიც უცხო ენებს ვერ სწავლობენ ობიექტურად. თავისებურად ნიჭიერი კაცია. 

- რას ნიშნავს ეს? 

- ალბათ ეს ნიჭიერებაც პირობითი განსაზღვრებაა, ბიძინასნაირი ეს ერთადერთი არ იყო, სხვებიც იყვნენ მოსკოვში. იმ სხვებმა ბევრმა იშოვეს ფული, მაგრამ მერე დაკარგეს, ბევრმა სიცოცხლეც დაკარგა, ბიძინამ ფულიც შეინარჩუნა და სიცოცხლეც. თვითგადარჩენის ინსტინქტი არის ყველაზე ძლიერი ინსტინქტი რაც მას გააჩნია".

გოგოლაძე ივანიშვილს იმ რჩევებს ახსენებს, რომლებიც წარსულში მისცა. მისი თქმით, თუ ივანიშვილს არ გაახსენდება, მისი ცოლი, ეკა მიანც გაიხსენებს, როგორ ეხვეწებოდა რამდენიმე თვე, რომ თავი დაენებებინა პოლიტიკური ამბიციებისთვის.

ის ვარაუდობს, რომ არჩევნებზე შეეცდებიან ის ციფრი "დაწერონ", რაც აწყობთ, ივანიშვილი კი ფიქრობს, რომ ამას ხალხის "პულსზე" უდევს ხელი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი