ბანკის თავდამსხმელი სამხედრო, ბადრი ესებუაა - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით ზუგდიდში, ბანკში თავდამსხმელი სენაკის მეორე ბატალიონის სამხედრო, ბადრი ესებუაა. ამის შესახებ მან "მთავრი არხის" სპეციალურ გამოშვებაში, გადაცემაში "მთავარ აქცენტები" ისაუბრა. ნიკა გვარამიას თქმითვე, ბადრი ესებუა სპეცოპერაციის დროს, ალყაში მოქცეული გაექცათ.

"ესებუას ტელეფონი ჩაირთო დღეს და ადგილზე, სენაკში პელინგის განყოფილება იყო და სპეცები, გადაიჭირეს ამ ტელეფონის ჩართვა - ტყეში შევიდნენ სპეცები, წინ პილინგის ჯგუფი შევიდა, სპეცები ტყეში განლაგდნენ  და შემოარტყეს ალყა და ოპერაცია ვერ ჩატარდა, მძევალი გაიქცა. ჩვენ გვაქვს ინფორმატორის სახელი და გვარიც, ვისგანაც გავიდა ინფორმაცია, რომელიც "ტყის ძმებიდან" არის, მაგრამ ახლა არ ვაპირებთ გამხელას - გადაადგილება მან (მძარცველმა) შენიშნა ბოლოს, ხალხის - ალყაში და ტელეფონი საერთოდ დაშალა და შესაბამისად პელინგის ჯგუფმა დაკარგა სიგნალი და სპეცების მუშაობამც აზრი დაკარგა, - ამბობს ნიკა გვარამია. 

ნიკა გვარამიას ინფორმაციითვე, სენაკის მეორე ბატალიონში თავდამსხმელ ბადრი ესებუასთან ერთად მუშაობს "ვითომ მძევალი" დავით ხვიბლიანი. 

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს  "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თავის Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ  ზუგდიდში, ბანკზე შეიარაღებული თავდამსხმელის ფოტო აქვს, იცის ვინაობაც და შედეგებს გაასაჯაროებს. 

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი, დაახლოებით, 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. 

ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირის ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და მიიღო კიდეც. აქვე,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი