"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე 6 დღით ადრე, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა. 

ეს ელდარ გოგოლაძის პირველი ინტერვიუა, რომელშიც ის ივანიშვილის წარსულზე, პოლიტიკაში მოსვლაზე, გამდიდრებასა და უკანონო საქმეებზე ყვება. ელდარ გოგოლაძემ "ქართუში" 8 წელი იმუშავა, აქედან 5 წელი მან პირადად ივანიშვილთა იმუშავა და მასთან საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდა.

ინტერვიუს დროს საუბარი 20 ივნისსაც შეეხო, გოგოლაძის შეფასებით, აქციის დაშლის ბრძანებას ივანიშვილის გარეშე ვერავინ გასცემდა, თუმცა ვისი ხელით მოხდა ეს, მისთვის უცნობია. მისი თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ გახარიას დაწინაურება საზოგადოებისთვის "ხელთათმანის მოხსნა და სროლა იყო". 

"წინასაარჩევნოდ მე მას ვურჩევდ გამოიძახოს "გაზპრომის "ფალკონი",  რომლის გამოძახების უფლებაც მაქვს აქვს როგორც ყველაზე მსხვილ ფიზიკურ პირ ინვესტორს, ჩასვას თავისი ოჯახი და არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს, როდესაც ის მივა, თვითონ მისცემს ხმას დაჯდეს თვითმფრინავზე და გაფრინდეს ევროპაში. დაელოდეს შედეგებს აქ, გაიმარჯვოს იმან ვინც ამას ყველაზე მეტად იმსახურებს, ვისაც ქართველი ამომრჩეველი ყველაზე მეტად ენდობა. ეს არის ჩემი სურვილი, მე არ მჯერა, რომ ის ამას გააკეთებს. ადამიანურად გული შემტკივა, მაგრამ უფრო მეტად გული შემტკივა საქართველოზე", - ამბობს ელდარ გოგოლაძე.

გოგოლაძემ ინტერვიუს ბოლოს ივანიშვილსაც უსურვა, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდობიანად, პასუხისმგებლობა იგრძნოს საზოგადოებამაც და პირველ რიგში, ხელისუფლებამ. 

გოგოლაძე ფიქრობს, რომ ივანიშვილი წაგების შემდეგ, სავარაუდოდ, მის გუნდზე არ დაფიქრდება. "საფრანგეთში წავა სავარუდოდ, მაგრამ ისე უნდა წავიდეს, რომ ფრანგებმა მიიღონ იქ. მერე რა, რომ მოქალაქეა, თუ აქ ცუდი ამბები დატრიალდა....".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი