თბილისში სამკურნალოდ არის წასული - ბადრი ესებუას ძმის პირველი კომენტარი

გამოქვეყნდა:

ბადრი ესებუას ძმა ამბობს, რომ არანაირი მსგავსება არ არის ზუგდიდში, ერთ-ერთ ბანკზე თავდამსხმელისა და მის ძმას შორის და უარყოფს გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას. მისივე თქმით, ესებუა თბილისში სამკურნალოდ არის წასული.

"ჩემი ძმა მოვა ხვალ, სავარაუდოდ, უნდა მოვიდეს, თვითონ გააკეთებს მერე დანარჩენ კომენტარს, მე თვითონ ცალკე ვცხოვრობ არ ვიცი ახლა ზუსტად სად ცხოვრობს და სად იყო 21-ში, მსგავსებაც არანაირი არ არის ბატონ ბადრისა და იმ დამნაშავესთან. ბატონი ნიკა გვარამია, რომ ბრძანებს ესე არ შეიძლება, ეს არის ცილისწამება, არანაირი მსგავსება არ არის, სიმაღლეშიც, ტანადაც უფრო სხვა შეფერილობა არის, თბილისში სამკურნალოდ არის წასული, ორშაბათს თუ სამშაბათს წავიდა არ მახსოვს ზუტად, არანაირი სპეცოპერაცია აქ არ ჩატარებულა ყოფილა, დამნაშავე, რომ ყოფილიყო თვითონ პოლიციელები გაარკვევდნენ ამას, დანარჩენ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - თქვა ბიძინა ესებუაბ, ბადრი ესებუას ძმამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ 26 ოქტომბერს ღამით სპეციალურ გამოშვებაში "მთავარი აქცენტები" გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ  ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი სენაკის მეორე ბატალიონის სამხედრო, ბადრი ესებუაა. ნიკა გვარამიას თქმითვე, ბადრი ესებუა სპეცოპერაციის დროს, ალყაში მოქცეული გაექცათ.

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი, დაახლოებით, 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. 

ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირის ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და მიიღო კიდეც. აქვე,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი