"მთავარის" ინფორმაციით, სენაკის სამხედრო ბაზაზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

გამოქვეყნდა:

მთავარი არხის ინფორმაციით, ამ წუთებში სენაკის სამხედრო ბაზაზე გამოძიება მიმდინარეობს და ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.

ცნობილია, რომ შსს-ს თანამშრომლები სენაკის სამხედრო ბაზაზე წინა დღეებშიც იყვნენ და კონკრეტული ინფორმაცია, არა მხოლოდ დავით ხვილბიანის, არამედ ბადრი ესებუას შესახებაც ამოიღეს.

თავდაცვის სამინისტროს უწყება არ ამბობს, ირიცხებოდა თუ არა ბადრი ესებუა ადრე აღნიშნულ ბაზაზე. თუმცა, მთავარი არხის წყაროს ცნობით, ბადრი ესებუა სენაკის მეორე სამხედრო ბრიგადაში ნამდვილად მსახურობდა.

თავის მხრივ, ზვიად გაგუა, რომელიც სენაკის სამხედრო ბაზის მეორე  ბრიგადის ხელმძღვანელი იყო 2012 წლამდე, ამბობს, რომ მისი მეთაურობის დროს ბადრი ესებუა სამხედროდ არ ირიცხებოდა და, შესაბამისად, ის მას არ იცნობს.

ასევე, გაგუას თქმით, ბადრი ესებუა სენაკის სამხედრო ძალებში 2012 წლის შემდეგ გაწევრიანდა, ხოლო დღეს ის სამხედრო აღარ არის.

"მე 2012 წლის შემდეგ სამხედრო ძალებში აღარ ვარ, დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი ჯარისკაცი არ იყო - 2012-ის შემდეგ გაწევრიანდა", - ამბობს ზვიად გაგუა.

თავდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ ახლა ბადრი ესებუა არ ირიცხება თავდაცვის ძალებში და ის არ წარმოდგენს შესაბამის უწყებას. 

შეგახსენებთ, ზუგდიდის ძარცვაში ბრალდებული სავარაუდო ყოფილი სამხედრო ბადრი ესებუაა, რომელიც გუშინ აყვანის სპეცოპერაციიდან გაიქცა, მისი ოჯახის თქმით კი, ის თბილისშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი