"ერთიანი ნაციონალურ მოძრაობამ - ძალა ერთობაშიამ" წინასაარჩევნო შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს რეგიონის მაჟოორიტარობის კანდიდატებმა: გიორგი ბოტკოველმა და ლევან ბეჟაშივლმა.
დღეს ასეთი გაჩანაგებული კახეთი ასეთი იმედგაცრუებული ხალხი, ასეთი დუხჭირი ეკონომიკურად გაჭირვებული კახეთი და კახელები მე არ მახსოვს და ჩვენ 31 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ ეს უიმედობა, უპერპექტივობა, რომეოლიც დღეს ხალხშია, ამიტომ გვინდა ჩვენ გამარჯვება, გამარჯვება იმისთვის არ გვინდა, რმო კონკრეტული თანამდებობები და ძალაუფლება მივიღოთ, ამ არჩევნებში უნდა გიანმარჯვოს ხალხმა, ეს არჩევნები უნდა იყოს საქართველო ივანიშვილის და ქართული ოცნების წინააღმდეგ - სარჩევნო კამპანიის მიმდინარების დროს "ქართული ოცნება" დაპირებებსაც აღარ იძლევა. იმიტომ, რომ მათი დაპირებების არვის არ სჯერა და იმედი აქვთ, რომ 100-200 ლარად მოსახლეობას მოისყიდიან. ჩვენ 31 ოქტომბერს, თქვენტან ერთად უნდა ვუთხარათ, რმო საქართველო არ იყიდება, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
გიორგი ბოტკოველიმა სიტყვით მიმართვისას თქვა, რომ ის მტერია იმ პრობლემების, რომელიც ივანიშვილმა და მისმა "მავნებელმა" ხელისუფლებამ შექმნა.
მხარდამჭერებს "ენმ - ძალა ერთობაშიას" პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა და თქვა, რომ აქვს დიდი და ფართო გეგმები და ეს საქართველოს მომავალი მთავრობის სამუშაო გეგმაა.
აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.