"ლეიბორისტულმა პარტიამ" კახეთში მაჟორიტარობის კანდიდატად ნიკოლოზ ვარდოშვილი წარადგინა

გამოქვეყნდა:

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, თელავში ამომრჩეველს შეხვდა და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

შალვა ნათელაშვილმა თელავის, ლაგოდეხის, ყვარელისა და ახმეტის ოლქში ამომრჩეველს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნიკოლოზ ვარდოშვილი წარუდგინა.

"31 ოქტომბრის შემდეგ ივანიშვილის რეჟიმი არ იქნება. მე ეს ძალიან კარგად დავინახე ჩემი კახელების თვალებში, ჩავხედე მათ გულში და ყველაფერი იქნება კარგად. გამარჯვება დაიწყება ისევ კახეთიდან, როგორც ეს ისტორიულად ხდებოდა. ყველა მტერს ხვდებოდა კახელი, ამარცხებდა კახელი და დღესაც ამ შიდა მტრებს გარეკავს კახელი მთელ საქართველოსთან ერთად", - თქვა შალვა ნათელაშვილმა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი