ბადრი ესებუას ნათესავის სახლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ბადრი ესებუას ნათესავის სახლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ესებუა უკვე დაკავებულია და შსს განცხადებას ამის შესახებ 8 საათზე, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთებს.

ჩხრეკა ბადრი ესებუას სახლში, სოფელ გრიგოლიში, გასულ ღამესაც ჩატარდა. ინფორმაციას მისი ბიძა ადასტურებს.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, სამხედრო ბადრი ესებუა სწორედ ის პირია, რომელიც 21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ 26 ოქტომბერს  "მთავარი აქცენტების" სპეციალურ გამოშვებაში გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ  ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი სენაკის მეორე ბატალიონის სამხედრო ბადრი ესებუაა.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ესებუა სპეცოპერაციის დროს, ალყაში მოქცეული გაექცათ.

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი, დაახლოებით, 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. 

ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირის ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და მიიღო კიდეც. აქვე,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი