ნიკა გვარამია ამბობს, რომ სერგო ჩაჩიბაია "ჯარის ფორმაში გადაცმული მასხარაა", რომელიც დავით ხვიბლიანს აწამებს.
„სერგო ჩაჩიბაია არის ჯალათი, რომელიც აწამებს, მათ შორის, ხვიბლიანსაც. მე არ ვიცი, ირაკლი ალასანია რამ გააგიჟა თავის დროზე და რამ დააბრუნებინა შევარდნაძისდროინდელი ცნობილი ჯალათი. სამხედრო პოლიციაში მუშაობდა და ახლაც იქ მუშაობს. აი, ეს კითხავს ხვიბლიანს და აწამებს“, - ამბობს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიკა გვარამიამ Facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ სენაკის ბაზაზე გამოკეტილ დავით ხვიბლიანს შევარდნაძისდროინდელი ჯალათის, სერგო ჩაჩიბაიას, ხელით აწამებდნენ.