ამ წუთიდან ქართული ოცნების წევრი მე არ ვარ, იმ ზონდერ ბრიგადის წევრი მე ვერასოდეს ვერ ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ და ეს რეჟიმი უნდა წავიდეს-სოსო ჯაჭვლიანმა სკანდალური განცხადებები მთავრი არხის ეთერში გააკეთა.
"ღამის მთავარში" ეკა კვესიტაძესთან ერთად, მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა და "ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, უფრო კონკრეტულად კი დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა.