მაფიოზური დაჯგუფებები სპორტულ ფედერაციებში და მუქარა ოჯახზე-ჯაჭვლიანის ბრალდებები კალაძეს

გამოქვეყნდა:

მაფიოზური დაჯგუფებები სპორტულ ფედერაციებში - "მთავარი არხის" ეთერში მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი და "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი ალაპარაკდა.

"ღამის მთავარში" ეკა კვესიტაძესთან ერთად, ჯაჭვლიანმა დედაქალაქის მერი კახა კალაძე პირდაპირ დაადანაშაულა მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში და ბინძური მეთოდებით ბრძოლაში.

ზოგიერთ სპორტულ ფედერაციაში ჩამოყალიბდა ორგანიზაციული ფორმის მაფიოზური დაჯგუფებები, რომლებიც მხოლოდ დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევიან და საერთო არაფერი აქვთ სპორტულ ღირსებებთან. სწორედ ამგვარი დაჯგუფება ჩამოყალიბდა მკლავჭიდის ფედერაციაში და სახელმწიფო ხელისუფლების გავლენიანი ფიგურების საშუალებით მოინდომეს მკლავჭიდის ფედერაციის გავლენის ქვეშ მოქცევა - ამბობს ჯაჭვლიანი.

ჯაჭვლიანი ამბობს, რომ კახა კალაძე უშუალოდ არის დაინტერესებული საკუთარი გავლენა ჰქონდეს ყველა სპორტულ ფედერაციაში და ამ მიზნის მისაღწევად, როგორც ჯაჭვლიანი ამბობს, დედაქალაქის მერი ყველა მეთოდს იყენებს. 

​იმდენად გათავხედდნენ რომ ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე დაიწყეს მუქარები. საჯარო ბრძოლას ვუცხადებ ამ უნამუსო დამნაშავეებს და მოვითხოვ ყველა ფინანსურ დოკუმენტს, რომლებიც ღიად ადასტურებს ჩვენი ფედერაციის კანონიერ საქმიანობას" ამბობს ჯაჭვლიანი.

მისივე თქმით, ფედერაციიდან გათავისუფლებული მწვრთნელი ფინანსურ დარღვევებზე აპელირებენ, თუმცა როგორ ჯაჭვლიანი ამბობს, არანაირი ფინანსური დარღვევა მის ფედერაციაში მისი ხელმძღვანელობის დროს არ მომხდარა და ყველა გადარიცხვა, ყველა ანგარიში გამჭვირვალეა.

სოსო ჯაჭვლიანმა "ქართული ოცნება" დატოვა და ამის შესახებ განცხადება "მთავარი არხის" ეთერში გააკეთა. ჯაჭვლიანი ამბობს, რომ "რეჟიმი უნდა წავიდეს"

ამ წუთიდან ქართული ოცნების წევრი აღარ ვარ, ეს რეჟიმი უნდა წავიდეს - სოსო ჯაჭვლიანის განცხადება "მთავარი არხის" ეთერში.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი