ახალქალაქში "ქართული ოცნების'" მაჟორიოტარი დეპტუატობის კანდიდატს დაუპირისპირდნენ. სამველ მანუკიანი მომხდარში მის კონკურენტს, ენზელ მკოიანს ადანაშაულებს. მანუკიანი ყვება, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე მასთან ნასვამი ადგილობრივები მივიდნენ, ღიად გამოხატეს ენზელ მკოიანის მიმართ მხარდაჭერა და მას ფიზკურად გაუსწორდნენ, მანქანას კი ქვა ესროლეს.
"ჰაიკ რასტაკიანი და მისი შვილი მოვიდნენ. ჰაიკი მთვრალი იყო. ენზელ მკოიანთან ახლა მხოლოდ ასეთი კატეგორიის ხალხი დარჩა. იძახდა, თქვენ რა შეგიძლიათ, მკოიანი სოფელში გაზს გააკეთებსო. მე ვუთარი, რომ გაზი რომელ სოფელში იქნება და რომელში არა ამას სახელმწიფო წყვეტს–თქო. დაიწყო ცუდად მოქცევა და ადგილობრივებმა გაიყვანეს. მერე ჩვენც გავედით გარეთ, რომ წავსულიყავით, და სწორედ ამ დროს მოვიდა ცემტან, ვუთხარი, თითი გაწიე თქო და ისე რომ არ მოველოდი პირდაპირ ცხვირში ჩამარტყა. ხოლო როცა მანქანაში ჩავსხედით, მანქანაის მინას ქვა ესროლეს", - ამბობს სამველ მანუკიანი.
მანუკიანი ამბობს, რომ ეს ადამიანმები 20 წელია პროვოკაციებით არიან დაკავებულები, მისი თქმით, სოფლებში საიდანაც ენზელ მკოიანი ხმების წამოღებას ცდილობს თავად მოიგებს.
რაც შეეხება მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ენზელ მკოიანს, ის აცხადებს, რომ მანუკიანი ცრუობს და მას ინციდენტთან არანაირი კავშირი არ აქვს.
"ის დადის საღამოობით სოფლებში, ასმევს ხალს სასმელს, მერე მთვრალები ჩხუბობენ, მე არაფერ შუაში ვარ. 20 წელია დეპუტატი ვარ ჩემი აქტივისტები და ახლობელი ადამიანები ყველგან არიან, მაგრამ ამ პირთან კავშირი არ მაქვს", - ამბობს ენზელ მკოიანი.
დეპუტატის თქმით, ხალხს სამველ მანუკიანის საქციელი არ მოსწონს და ცხვირიც ამიტომ გაუტეხეს.