გასულ 24 საათში COVID-19-ით რეკორდულად ბევრი - 23 პაციენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 27 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით რეკორდულად ბევრი 23 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 238 გახდა. ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა. 

გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 262 პაიციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 32 127
  • გამოჯანმრთელებულია - 12 632;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 238
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 3 757
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები -2 249
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3 847 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 32 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი