ოპოზიციონერ აქტივისტებზე თავდასხმები, ჟურნალისტურ საქმინობაში ხელშეშლა, პოლიტიკური პარტიების შემომწირველების საქმეები, ადმინისტრაციული რესურესის გამოყენება და კომისიის წევრების არჩევის საკითხი - სამოქალაქო პლატფორმა 20/20 წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ, ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წლის საარჩევნო კამპანია დაძაბულ გარემოში მიმდინარეობს, ადგილი აქვს პოლიტიკურ პარტიებსა და მათ წარმომადგენლებზე ძალადობას.
"მნიშვნელოვანია ის ინციდენტები, რომლებიც ჩვენს მიერ იქნა გამოვლენილი, ჯამში 24 ინციდენტი, რომლებიც სხვადასხვა სიმძიმის გახლავთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკეავია მარნეულში მომხდარ ფაქტს, სადაც თავდასხმა ჩვენ დამკვირვებელზეც მოხდა", - ამბობს "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის აღმასრულებელი დირექტორი, თენგო თევზაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციაში საუბრობენ საარჩევნო დავებზე, საუბნო კომისიებში წევრების არჩევის მიკერძოებულობასა და "კარტოგრაფების საქმი" არსებულ უზუსტობებზეც.
შუალედური ანგარიში სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.