დაპატიმრებული კარტოგრაფების ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურა მათ საქმის პირველ მასალებს არ აცნობს, რომელშიაც რუკებია დატანილი.
"პროკურატურა არღვევს დაცვის რეალიზების შესაძლებლობას. ჩვენ ვერ ვნახულობთ იმ რუკებს, რომელთა საფუძველზეც მეცნიერები დააკავეს. შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ ეს კანონდარღვევაა", - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი.
თავის მხრივ, ივერი მელაშვილის ცოლის, თამარ სულაძის, თქმით, "ვინც საქმეს აკეთებდა, იმას მოღალატეს უწოდებენ, მთავარი კანონდამრღვევებს კი პატრიოტებს".
ცნობისთვის, დაპატიმრებული კარტოგრაფების ადვოკატები დღეს ივერი მელაშვილს, ხუთშაბათს კი ნატალია ილიჩოვას შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი