იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებული 129 ორგანიზაციიდან 32 ამა თუ იმ ფორმით ოპოზიციასთანაა აფილირებული.

"129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 მათაგანი არის ან პირდაპირ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან ან მათთან ამა თუ იმ გზით აფილირებული. ყველაზე მრავლად ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ყავს ნაცნიონალურ მოძრაობას, 20 ორგანიზაციაა ასეთი, 8 ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ყავს ნაციონალური მოძრაობის ერთ ერთ დანაყოფს ევროპულ საქართველოს, ასევე არის ორი ასეთი ორგანიზაცია ნაციონალური მოძრაობის მორიგი დანაყოფის სახელზე, ეს არის სტრატეგია აღმაშენებელი და არის პატრიოტთა ალიანსთან კავშირში მყოფი ორი არასამთავრობო ორგანიზაცია", - თქვა წულუკიანმა.

წულუკიანმა სპეციალურ ბრიფინგზე ამ საკითხზე ვრცლად ისაუბრა და რამდენიმე ორგანიზაცია ჩამოთვალა. მათ შორის მოხვდა "რეფორმატორთა გუნდი", რომელიც წულუკიანის თქმით, ნეიტრალურ შეფასებას ვერ წარმოადგენს, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" გავლენის ქვეშაა.

"2020 წლის სადამკვირვებლო არჩევნებს დააკვირდება ორგანიზაცია რეფორმატორთა გუნდი, რომლის დამფუძნებელი არის არავინ სხვა, თუ არა ნაციონალური მოძრაობის სასჯელაღსრულების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ხოლო გამგეობის თავმჯდომარე ამ ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციისა დღესაც არის ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა. სწორედ მურთაზ ზოდელავა და შაშკინი დააკვირდებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. და შემდეგ შემოგვთავაზებენ თავიანთ ვითომდა ძალიან ნეიტრალურ შეფასებებს",   -თქვა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, სადამკვირვებლო ჯგუფი დააფუძნა ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმაც - "სადამკვირვებლო ცენტრი მედიატორი". წულუკიანი ამბობს, რომ ხაბეიშვილს სამგორში ძალიან ცოტა ამომრჩეველი ჰყავს და "როგორც ჩანს საკუთარი თავის არჩევას დააკვირდება და შემდეგ ბრჭყალებში ნეიტრალურ შეფასებებს შემოგვთავაზებს".

წულუკიანმა დღეს, 27 ოქტომბერს გაასაჯაროვა "ქართული ოცნების" მონიტორინგის ჯგუფის მიერ გაშიფრული სქემა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია არჩევნებზე ცრუ ინფორმაციის შემქნას და გავრცელებას შეეცდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი