წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო - გახარია "სპეცოპერაციით" კმაყოფილია და კრიმინალის ზრდას უარყოფს

გამოქვეყნდა:
განახლდა:

პრემიერმინისტრი თვლის, რომ პოლიციის მიმართ არცევნებამდე 3 დღით ადრე "ამორალური დარტყმები მიმდინარეობს".

ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა და პასუხისმგებლობა ისევ მედიას დააკისრა.

გახარია ისევ იმეორებს რომ ქვეყანაში კრიმინალი არ გაზრდილა.

მისივე თქმით, ოპოზიცია და "ზოგიერთი ტელევიზია" მუშაობდა იმისთვის, რომ სპეცოპერაციისთვის ხელი შეეშალა - ეს იყო ქმედება, რომელმაც ობიექტურად აქტიურ ფაზაში მყოფ ოპერატიულ ქმედებას ხელი შეუშალა - ამბობს გახარია

როდესაც საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე ზოგიერთი ტელევიზია, პოლიტიკოსი ცდილობს, დააკონვერტიროს პოლიტიკურ შედეგებში ის პრობლემები, რომელიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, არის ამორალური. საქართველოში დღეის მდგომარეობით, როდესაც ამბობთ, რომ ყოველდღეა ყაჩაღობები, ეს არის ტყუილი. შსს-მ და საქართველოს პოლიციამ მიიღეს კონკრეტული დავალება, რომ ზუგდიდში სპეცოპერაციის დროს წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო, მათ ეს დავალება პირნათლად შეასრულეს“ ამბობს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, შსს-მ გუშინ, 26 ოქტომბერს, ოფიციალურად დაადასტურა "მთავარი არხის" ინფორმაცია, რომ საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბადრი ესებუაა ბრალდებული.

ესებუას უკვე თითქმის ერთი კვირაა ეძებენ. რამდენიმე სპეცოპერაცია წარუმატებლად დასრულდა.

შსს-მ ფაქტი ტერორისტულ აქტად დააკვალიფიცრა და გამოძიება სსკ-ის სამი მუხლით- 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით დაიწყო, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი