სამგორში, ბაღების მასწავლებლები აღსაზრდელების მშობლებს სოზარ სუბარის შემოხაზვას აიძულებენ

გამოქვეყნდა:

საბავშო ბაღის პედაგოგები და დირექტორები ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვნენ.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სამგორის რაიონში, მე-16 ბაგა -ბაღის მასწავლებლები აღსაზრდელების მშბლებს ურეკავენ და მმართველი პარტიის კანდიდატის, სოზარ სუბარის მხარდაჭერას ავალებენ.

"მთავარი არხი" ექსპერიმენტის მიზნით, მე-16 ბაღის აღსაზრდელების მშობლებს, როგორც ბაღის წარმომადგენელი დაუკავშირდა.

მშობლების კომენტარები ადასტურებს, რომ ბაღის დირექტორი ლალი ახრახიძე, მათ ნამდვილად სთხოვდა  31 ოქტომბერს სოზარ სუბარი შემოეხაზათ.

"ბაღიდან დარეკეს აინტერესებდათ და მიიღეს პასუხი, ალბათ ვისაც დაავალეს ის მესაუბრა, ყველაფერი ვიცით რა როგორ უნდა მოხდეს, სწორი არჩევანი როგორ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ქართულ ოცნებას ვუჭერთ მხარს", ამბობს მთავართან საუბრისას ერთ-ერთი მშობელი.

"მთავარმა არხმა" მოიპოვა მშობლების სატელეფონო ნომრების სია, რომელზეც ბაღის დირექტორი რეკავდა. სია ლალი ახრახიძის პირად კომპიუტერში ინახებოდა. 

ოპოზიციის წევრები მომხდარს კანონდარღვევად აფასებენ და ბაღის თანამშრომელბს მოუწოდებენ კრიმინალური საქმიანობა შეწყვიტონ.

"ბაღის დირექტორები ასრულებენ უკანონო დავალებას, მეგობრებო ხაბეიშვილი კი არ მოგთხოვთ, მოგთხოვთ კანონი, ვწუხვარ რომ კრიმინალურმა ოცნებამ სისხლის სამართლის დანაშაულში შეგითრიათ," ამბობს ლევან ხაბეიშვილი, ენმ-ს ლიდერი

 

"იმიტომ აკეთებენ ამას, რომ დარწმუნდნენ ძალიან კარგად რომ არ აძლევს ხალხი ხმას , როდესაც ისინი ებუნებიან რომ კი მოვალთ არჩევნებზე და 41-ს შემოვხაზავთ, ზუსტად იციან რომ ეს ადამიანები ამას არ გააკეთებენ ამიტომ მიმართავენ ყველანაირი დაშინების მეთოდებს" ამბობს ხათუნა გოგორიშვილი, "ევროპული საქართველოს" ლიდერი.

ოპოზიცია სამართალდამცავ უწყებებს და ცესკოს მოუწოდებს მსგავსი ფაქტებით დაინტერესდნენ.

 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი