ხელისუფლების რვაწლიანი ღია თანამშრომლობა და  გარიგება კრიმინალთან - ჩამოიშალა თუ არა სისტემა

გამოქვეყნდა:

გიორგი გახარიამ ოპოზიციას ზუგდიდის ბანკის დაყაჩაღებიდან 7 დღის შემდეგ უპასუხა. მიუხედავად იმისა, რომ მძარცველი და ახლა უკვე ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუა ჯერ კიდევ სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ და დევნის ოპერაცია მიმდინარეობს, პრემიერ-მინისტრისთვის ოპონეტეტების კრიტიკა კატეგორიულად მიუღებელია. გიორგი გახარია დღეს სამეგრელოდან ამტკიცებდა, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია გამართულად მუშაობს და პრეტენზიებს ოპოზიციისგან ოცნების ხელისუფლების უნიათობაზე არ მიიღებს. გაირკვა რომ პრემიერი გაბრაზებულია იმის გამოც, რომ საზოგადოება ოცნების მთავრობის კოვიდ-ეპიდემიის დაძლევის გეგმასაც აკრიტიკებს . 

უმძიმეს დანაშაულში ეჭვმიტანილს რომ ხელისუფლება ვერ აკავებს და პროცესი ასე გაიწელა, ოპოზიციისთვის ერთადერთი მიზეზი აქვს - ქართული ოცნების ხელისუფლების 8 წლიანი ღია თანამშრომლობა და  გარიგება კრიმინალთან. ამას ისიც ემატება, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ ძალოვანი უწყებები პოლიტიკურ უწყებებად გადააქცია და თავისი რეალური ფუნქცია -  დაიცვან ქვეყნის უსაფრთხოება ჩამოართვა. 

ოცნების დამცველი დღეს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და მმართველი პარტიის სიის მეოთხე ნომერი  იყო. თეა წულუკიანმა 21 ოქტომბრის განვითარებული მოვლენები და მიმდინარე სპეცოპერაცია წარმატებულად შეაფასა, თავს კი ოცნების სხვა ლიდერებივით ისევ მედიასა და ოპონენტებს დაესხა.

ამ რადიკალური შეფასების შემდეგ, თეა წულუკიანმა ოპოზიციისგანაც რადიკალური პასუხი მიიღო. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, თეა წულუკიანს მსგავსი ტონით და ლექსიკით  ამ საკითხზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს. 

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ოცნების 8 წლიანი გარიგება კრიმინალთან უნდა დასრულდეს და ამის შანსი მოსახლეობას რამდენიმე დღეში, 31 ოქტომბერის არჩევნებზე ექნება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი