"გამოდი!" - ახალგაზრდა "ლეიბორისტები" თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთა ამ წუთებში ცესკოსთან აქცია-პერფორმანსს მართავს.

ახალგაზრდები თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ და იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, ათასობით ადამიანი ხმის უფლების გარეშე რჩება. საუბარია კოვიდნფიცირებულებსა და კარანტინში მყოფებზე.

ცესკოს გადაწყვეტილებით, გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს 14 საათზე ამოიწურა.

ახალგაზრდა "ლეიბორისტები" ითხოვენ კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ყველა მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი