"ქართული ოცნების" საიდუმლო შტაბები - სად და როგორ მუშავდება არჩევნების გაყალბების სქემა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" საიდუმლო შტაბში ამომრჩევლის მოსყიდვის გეგმები მუშავდება. "მთავარმა არხმა" სამტრედიაში მიაგნო ოფისს, სადაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ბიზნესის გავლენიანი ფიგურები და ადგილობრივი ლიდერების ოჯახის წევრები არჩევნების გაყალბების თაღლითურ სქემას გეგმავდნენ.

მმართველმა პარტიამ დანაშაულებრივ სქემაში გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია და მსხვილი ბიზნესიც ჩაითრია. "საქართველოს წითელ ჯვარში" ვერაფრით ხსნიან, როგორ აღმოჩნდა მათ ოფისში ქართული ოცნების წინასაარჩევნო შტაბი. 

"მთავარი არხის" მიერ მოპოვებულ კადრებში კარგად ჩანს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე-ზაზა ხუნდაძე, "ვისოლის" ერთ-ერთი განყოფილების უფროსი - დავით გეგეშიძე და სამტრედიის ყოფილი გამგებლის შვილი - გიორგი სტურუა. მოსყიდვის სქემას ისინი "ქართული ოცნების" სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ხელმძღვანელობენ.

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში ვერ უარყვეს, რომ "წითელი ჯვრის" ოფისში ფარული შეხვედრა მაღალჩინოსნებმა ნამდვილად გამართეს, თუმცა, ამტკიცებდნენ, რომ შეხვედრას წინასაარჩევნო კამპანიასთან კავშირი არ ჰქონია.

"წითელი ჯვრის" ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნოდ ფარული შეკრებები მათი ნებართვის გარეშე იმართება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა, ჯერაც გაურკვეველია, გეგმავს თუ არა ორგანიზაცია სამართლებრივი რეაგირებას.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვის სქემაში ჩართულ პირთა წრეს მუდმივად აფართოვებს. "ქართულმა ოცნებამ" სუსის წევრების მობილიზება უკვე ვანშიც დაიწყო. იქ, სადაც ივანიშვილის დაპირებების არ სჯერათ, ხელისუფლება განსხვავებულ სტრატეგიას ამუშავებს. "ოცნების" შტაბის წევრები მოსახლეობასთან კარდაკარ დადიან და ცდილობენ, ერთი ადამანის ხმა 200 ლარად იყიდონ. ხელისუფლება მოსყიდვის ფაქტებს უარყოფს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი