31 ოქტომბერი არა პოლიტიკოსების, არამედ თქვენი დღეა - "ევროპული საქართველო" ამომრჩევლებს გარდამტეხ ცვლილებებს ჰპირდება

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველო" თბილისში ამომრჩევლებს შეხვდა. შეკრებილებს თავდაპირველად დავით ბაქრაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს ამომრჩეველმა უარი უნდა უთხრას ამ ხელისუფლებას.

"ამ ხელისუფლებამ მოიტანა ის, რომ ერთ ავტომატიან ადამიანს შეუძლია მთელი სისტემის ჩამოშლა, ეს უნდა დასრულდეს 31 ოქტომბერს. 31 ოქტომბერი არის არა პოლიტიკოსების, არამედ თქვენი დღე, რადგან თქვენ უნდა დაასრულოთ ის, რვა წელია, გრძელდება, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

ამომრჩევლებს ერთიანი ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატებმა ელენე ხოშტარიამ, შალვა შავგულიძემ, გიგი უგულავამ და "ევროპული საქართველოს" სხვა წარმომადგენლებმა მიმართეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი