დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ტერორისტს დასდევს, მთავარი ტერორისტი 1 კილომეტრში ზის - გიგი უგულავა

გამოქვეყნდა:

დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ტერორისტს დასდევს, მთავარი ტერორისტი აგერ, სულ რაღაც 1 კილომეტრში ზის- განცხადება ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ პარტიის შემაჯამებელ შეხვედრაზე გააკეთა.

"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართეს და 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს:

თუ ივანიშვილს არ ესმის ხალხს ხმა, მაშინ ის გაიგებს გაბრაზებულ ხალხის მდუმარებას. მდუმარება ხშირად გაცილებით უფრო მრისხანეა ვიდრე ყვირილი. დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ტერორისტს დასდევს, მთავარი ტერორისტი აგერ, სულ რაღაც 1 კილომეტრში ზის და დასცინის საკუთარ ხალხს, დასცინის უკვე 8 წელიწადია, დასცინის, აბუჩად იგდებს და თან სიბინძურის ნიაღვარი, საინფორმაციო ტერორი მოდის მისგან. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. ეს ყველაფერი 31-ში დამთავრდება იმიტომ, რომ ჩვენ აღარ ავიტანთ ჭაობში ყოფნას - ამბობს გიგი უგულავა

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი