ცესკოსთან ხმაური და პოლიციასთან დაპირისპირებაა - ახალგაზრდა "ლეიბორისტები" შენობაში შესვლას ცდილობენ

გამოქვეყნდა:

ცესკოსთან ხმაური გრძელდება - ახალგაზრდა "ლეიბორისტები" შენობაში შესვლას ცდილობენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალებას არ აძელევს. 

ახალგაზრდები თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ და იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, ათასობით ადამიანი ხმის უფლების გარეშე რჩება. საუბარია კოვიდნფიცირებულებსა და კარანტინში მყოფებზე.

ცესკოს გადაწყვეტილებით, გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს 14 საათზე ამოიწურა.

ახალგაზრდა "ლეიბორისტები" ითხოვენ კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ყველა მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი