დაპირისპირება ცესკოსთან - დაკავებულია 3 პირი

გამოქვეყნდა:

ცესკოსთან მიმდინარე დაპირისპირების დროს აქციის სამი მონაწილე დააკავეს. სასწრაფო დახმარება დასჭირდა ორ ადამიანს.

დაკავება ადმინისტრაციული 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ლეიბორისტულ პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შენობაში შესვლა სცადეს. ისინი თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ.

ცესკოსთან მივიდნენ პარტიის ლიდერები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა, რომლებიც დაკავებული ახალგაზრდების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ახალგაზრდა "ლეიბორისტები" ითხოვენ კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ყველა მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს.

ცესკოს გადაწყვეტილებით, გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს 14 საათზე ამოიწურა.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი