აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან, ექიმი ვახტანგ კალოიანი "მთავარი არხის" გადაცემაში "ღამის მთავარი" 2020 წელს საქართველოში "ეპიდემიასთან ბრძოლის ხელიდან გაშვებულ ისტორიას" უწოდებს. ის ამბობს, რომ "ცესკომ" ვერ შეძლო შეექმნა ერთიანი ბაზა და სისტემა, სადაც მოქალაქეებს მათი საარჩევნო ხმის გამოყენების უფლება ექნებოდათ.
"მაგრამ არ მიკვირს აბსოლუტურად, რადგან რასაც ჩვენ 8 თვის განმავლობაში ვუყურებთ, ეს არის დაკარგული დროის, დაკარგული რესურსის და გაშვებული შანსების პერიოდი, ამიტომ ლოგიკურია ის, რაც ხდება, სამწუხაროდ", - თქვა კალოიანმა ეკა კვესიტაძის გადაცემაში "ღამის მთავარი".
გარდა ამისა, მისი თქმით, მოუწესრიგებელია სამედიცინო პერსონალის მუშაობის სისტემაც. ექიმებს პაციენტის სამედიცინო ისტორიის შესახებ წერა 3-4 ადგილას უწევთ და არ არსებობს მარტივი ექსელის ფაილი, რომელიც გაზიარდებოდა რამდენიმე ადგილას და ექიმს შრომას შეუმსუბუქებდა.