ფსიქიურად შეშლილ ადამიანებთან გვაქვს საქმე - სერგო ჩიხლაძე პრემიერის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებელის" წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას აფასებს, სადაც ის კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის ხელისუფლებისა და ხალხის ინტერესების თანხვედრაზე საუბრობს, შემდეგ კი ამატებს, რომ ოპოზიცია დაინტესებულია იმით, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს პროცესი.

დღეს გახარიამ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ოპოზიციის გასაგონად - მათდა სამწუხაროდ, ჩვენ დავამარცხებთ ეპიდემიასო. როგორი არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე უნდა იყო, რომ დაუშვა, თითქოს ვიღაცას უხარია ეპიდემია, მე მგონი, ფსიქიურად შეშლილ ადამიანებთან გვაქვს საქმე, - თქვა სერგო ჩიხლაძემ "ღამის მთავარში". 

შეგახსენებთ, დღეს ფოთში, პრემიერმინისტრმა პანდემიის მართვაზე და ამ პროცესში მოქალაქეების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჩვენი მოქალაქეების ინტერესიც იგივეა, ოპოზიციის კი არა. ოპოზიცია დაინტესებულია იმით, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს პროცესი, - თქვა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი