COVID-19-ით ინფიცირებულებთა ნაწილი არჩევნებში ხმის მიცემის უფლების გარეშე რჩება. ოპოზიციის შეფასებით, ქართული ოცნება პანდემიას არჩევნების გასაყალბებლად იყენებს.
"საგანგებო რეჟიმში ვთხოვთ, რომ მიიღონ დამატებითი რეგულაციები, განმარტებები მისცენ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ კეთილსინდისიერად გვითხრან თითოეული ბიულეტენის ნამდვილობის საკითხი, რადაგან პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში თითოეულ ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა,"- ამბობს, "ენმ-ძალა ერთობაშიას" წევრი, თამარ კორძაია.
ის ასევე საუბრობს, სპეციალური სიების ხარვეზებზე, და ითხოვს ამ წესის დაზუსტებას - "ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ განცხადება ამ სიებთან დაკავშირებით, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია არ გვაძლევს ამ სიებს და ეს პროცესიც მიდის სრულიად გაუმჭვირვალედ"
"ქართული ოცნება არის, ბრიყვების ხელისუფლება, მათ საერთო არაფერი აქვთ კრიზისულ მენეჯმენტთან და ამას ადასტურებს, ის რომ 10 ათასობით ინფიცირებული ადამიანი დატოვეს კონსტიტუციით გარანტირებული ხმის მიცემის გარეშე" -ამბობს, "ლელო საქართველოსთვის" წევრი, საბა ბუაძე.
ოპოზიციის თქმით, კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რეგისტრაცია უნდა გახანგრძლივებულიყო.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.