"ჩვენ ვერ შევეგუებით ქუთაისის ძარცვას!"- ასეთი შინაარსის პოსტერები გამოჩნდა ყოფილი საპარლამენტო ქალაქის, ქუთაისის, ქუჩებში.
პოსტერებზე ჩამოთვლილია პარლამენტი და ყველა ის საჯარო დაწესებულებები - სემეკი, კონტროლის პალატა, საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქუთაისს ჩამოართვა.
მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" არჩევნებამდე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქუთაისელებს, მხარი დაუჭირონ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ქუთაისში პარლამენტის დაბრუნების პირობა დადეს.