„მთავარი არხის“ დაკვეთით კვლევითმა ორგანიზაცია Ipsos-მა წინასაარჩევნოდ კვლევა ჩაატარა, სადაც რესპონდენტებს კითხვები დაესვათ როგორც სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე პოლიტიკურ განწყობებზე. პასუხების მიხედვით ადამიანების მთვარი გამოწვევა დასაქმება, ლარის კურსი და ზოგადად ეკონომიკური გამოწვევებია და ისინი მზად არიან ცვლილებებისთვის

გინდათ თუ არა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალოს? - IPSOS-ის კვლევის შედეგები ასეთია:

  • მინდა - 57%
  • არ მინდა - 26%

შეიცვლება თუ არა ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების შემდეგ- ამ შეკითხვაზე  გამოკითხულთა 12 % ამბობს, რომ აუცილებლად შეიცვლება, 29%- მიაჩნია, რომ მაღალი ალბათობით, შეიცვლება. 28% ფიქრობს, რომსავარაუდოდ, იგივე დარჩება, 17% კი ამბობს, რომ აუცილებლად იგივე დარჩება.

აქვე, კითხვაზე რამდენად კმაყოფილი ხართ დღევანდელი ხელისუფლების მუშაობითპასუხები შემდეგია:

  • კმაყოფილი - 8 %
  • მეტნაკლებად კმაყოფილი - 34 %
  • მეტნაკლებად უკმაყოფილო - 23 %
  • უკმაყოფილო - 35 %

რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს? IPSOS-ის კვლევის შედეგები ასეთია

  • "ქართული ოცნება" - 25 %
  • "ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 15,5 %
  • "ევროპული საქართველო" - 5 %
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 3 %
  • "ლეიბორისტული პარტია" - 3 %
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 3 %
  • "გირჩი" - 2,5 %
  • "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 2,5 %
  • "ლელო საქართველოსთვის"  - 2 %
  • ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" - 1,5 %
  • "თავისუფალი საქართველო" - 1 %
  • სხვა პარტიები - 3 %
  • არ ვიცი - 19 %
  • უარი პასუხზე - 14 %

ალოკაციით (ალოკაცია არის ხმების დათვლის ისეთი საშუალება, როცა რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემასმიღებული შედეგებით კი, იგივე კითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა

  • "ქართული ოცნება" - 38 %
  • "ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 26 %
  • "ევროპული საქართველო" - 9 %
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 5 %
  • "ლეიბორისტული პარტია" - 4 %
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 4 %
  • "გირჩი" - 3 %
  • "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 3 %
  • "ლელო საქართველოსთვის" - 3 %
  • ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" - 2 %
  • "თავისუფალი საქართველო" - 1 %
  • სხვა პარტიები - 2 %

რომელი პოლიტიკური ძალა შეძლებს თქვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემების ყველაზე ეფექტიანად მოგვარებას? 

  • "ქართული ოცნება" - 19%
  • "ნაციონალური მოძრაობადა გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 18%
  • "ევროპული საქართველო" - 5%
  • "ლელო საქართველოსთვის" - 2,5%
  • "ლეიბორისტული პარტია" - 2%
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 2%
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 1,5%
  • "გირჩი" - 1,5%
  • "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 1%
  • ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" - 1%

Ipsos-ის კვლევაში ასევე კითხვა დაისვა კოალიციურ მთავრობაზეც - რომელი პარტიები უნდა იყოს აუცილებლად კოალიციურ მთავრობაში? 

აღსანიშნავია, რომ ამ შეკითხვაზე, მოქალაქეს, რამდენიმე პასუხის გაცემა შეეძლო

  • "ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 28 %
  • "ქართული ოცნება" - 23,5 %
  • "ევროპული საქართველო" - 23 %
  • "ლეიბორისტული პარტია" - 17,5 %
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 17 %
  • ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" - 15 %
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 15 %
  • "ლელო საქართველოსთვის" - 14,5 %
  • "გირჩი" - 7,5 %
  • "თავისუფალი საქართველო" - 7 %
  • "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 6,5 %

კვლევის მონაწილეებს კითხვა დაესვათ ასევე ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილზე. 10%-ს ივანიშვილი, 18%-ს სააკაშვილი მოსწონს.

როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში? -

  • ძალიან დადებითად - 10 %
  • მეტნაკლებად დადებითად - 30 %
  • მეტნაკლებად უარყოფითად - 20 %
  • ძალიან უარყოფითად - 32 %

როგორ შეაფასებდით მიხეილ სააკაშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში? -

  • ძალიან დადებითად - 18%
  • მეტნაკლებად დადებითად - 32%
  • მეტნაკლებად უარყოფითად - 16%
  • ძალიან უარყოფითად - 25%

ასევე ადამიანებს სთხოვეს შეეფასებინათ წინა და ამჟამიდნელი ხელისუფლების წლების საქმიანობა: 2004-2012 დადებითად 31%, 2012-2020 - დადებითად მხოლოდ 9% აფასებს გასულ წლებს.

აქვე დაისვა კითხვა, შეადარეთ ბოლო ორი ხელისუფლების საქმიანობა - ამ შეკითხვაზე, IPSOS-ის კვლევის შედეგები ასეთია

  • უკეთესი იყო 2004-2012 წლები - 37%
  • უკეთესია 2012-2020 წლები - 17%
  • ორივე ერთნაირია - 34%
  • არცერთი არ ვარგა - 7%

როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას 2004-2012 წლებში? 

  • დადებითად - 31%
  • მეტნაკლებად დადებითად - 38%
  • მეტნაკლებად უარყოფითად - 11%
  • უარყოფითად - 13%

როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას 2012-2020 წლებში? 

  • დადებითად - 9 %
  • მეტნაკლებად დადებითად - 41%
  • მეტნაკლებად უარყოფითად - 19%
  • უარყოფითად - 27%

ზოგად კითხვაზე კი, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? - გამოკითხულთა 64% თვლის, რომ არასწორი, 26% კი - სწორი

მთავარ პრობლემეად კი რომელიც სურთ ადამიანებს, რომ ხელისუფლებამ მოაგვაროს, პირველი, კვლავ ეკონომიკური მიმართულების საკითხებია:

რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს? 

  • დასაქმება - 64%
  • ეკონომიკა - 50%
  • სიღარიბე - 47,5%
  • ფასების ზრდა - 38%
  • ჯანდაცვა - 33,5%
  • პენსიები - 29,5%
  • ლარის გაუფასურება - 25%
  • კრიმინალი - 25%
  • კორუფცია - 13%
  • უსაფრთხოება - 10,5%
  • დემოკრატია - 7%
  • სიტყვის თავისუფლება - 6%
  • საგარეო პოლიტიკა - 4,5%
     

ბოლო ერთ წელში, ეკონომიკური მდგომარეობა კი, მხოლოდ 2%-ს გაუუმჯობესდა.

მოქმედი ხელისუფლების პირობებში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა მომდევნო საკითხებში ამ კითხვაზე, IPSOS-ის კვლევის თანახმადადამიანის უფლებების კუთხით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, მდგომარეობა გამოკითხულთა მხოლოდ 6%-სთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, 15,5%-სთვისმეტნაკლებად გაუმჯობესდაიგივე დარჩა 30%-სთვისმეტნაკლებად გაუარესდა 18%-სთვის, ხოლო მნიშვნელოვნად გაუარესდა 23%-სთვის

ამავე კითხვაზე ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა 51%-სთვის. ასევე, მნიშვნელოვნად გაუარესდა უსაფრთხოება 26%-სთვის. 29%-სთვის კი მნისვნელოვანდ კრიმინალი გაუარესდა. ლარი და პენსიები - 58-58% სთვის გაუარესდა ძალიან, ხოლო კრიმინალი 39%-სთვისაა გაუარესებული მნიშვნელოვნად.

IPSOS-ის კვლევის შედეგებით დგინდება, რომ კორონაპანდემიის პირობებში, ჯანდაცვის მიმართულებით მიღებულ ზომებს გამოკითხულთა 18 % ძალიან კარგად, 17 კი, ძალიან ცუდად აფასებს. 25% თვლის, რომ ის მეტნაკლებად კარგი იყო, 16%-ის აზრით საშუალო, 16% კი მიიჩნევს, რომ ეს მეტნაკლებად ცუდი იყო

როგორი იყო ეკონომიკის მიმართულებით მიღებული ზომები კორონას პანდემიის პირობებში?

  • ძალიან კარგი - 6%
  • მეტნაკლებად კარგი - 15%
  • საშუალო - 12,5%
  • მეტნაკლებად ცუდი - 20%
  • ძალიან ცუდი - 41%

შეგახსენებთ, "მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი