"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ოფიციალური საარჩევნო შტაბის გარდა გახსნილიო აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი, რომელსაც ყოფილი პრემიერმინისტრი, ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს. ამ თემაზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

კობახიძის მტკიცებით, შტაბის ამოცანა მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებაა.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს. ნაციონალურ მოძრაობას გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ამოცანაც მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებაა. ამ თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე - ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი. გვინდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ხელისუფლება არავის და მოთუმეტეს "კრიმინალურ ოპოზიციას" დესტრუქციული ქმედებების საშუალებას არ მისცემს. მისი თქმით, "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი