წაგების მოლოდინში "ოცნება" ყოველდღიურად კარგავს სახეს - სალომე სამადაშვილი კობახიძის ბრალდებებზე

გამოქვეყნდა:

"ნაცინალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი, პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმიანება, რომელშიაც კობახიძე ამბობს, რომ "რადიკალური ოპოზიცია" შეარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნება ამაზე ხალხს.

სამადაშვილის თქმით, "ოცნება" დამარცხების მოლოდინში "ყოველდღიურად კარგავს სახეს" და ცდილობს, ხალხი დააშინოს, რათა სულ უფრო ნაკლები ადამიანი მივიდეს 31 ოქტომბრის არჩევნებზე. 

"ტრადიციულად, წინასაარჩევნოდ ოპოზიციას ადანაშაულებენ კანონსაწინააღმდეგო ქმედების დაგეგმვაზე. მე მინდა ავხსნა, რას ნიშნავს ირაკლი კობახიძის დღევანდელი ბრიფინგი. ჩვენ ვხედავთ, რომ "ოცნება" არჩევნებს აგებს და წაგების მოლოდინში ყოველდღიურად კარგავს სახეს. სასაუბროდაც აღარავინ დარჩათ, გარდა ოდიოზური ფიგურებისა, როგორებიც არიან კობახიძე, წულუკიანი... პარტიის უკანასკნელი მხარდამჭერებიც კი ტოვებენ მათ რიგებს. მინდა, საზოგადოებას ავუხნსა, რომ ოცნების მიერ დაქირავებული კოორდინატორებიც კი აღარ გეგმავენ მათ მხარდაჭერას", - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

თავის მხრივ, სამადაშვილი ხალხს მოუწოდებს, ყურადღება არ მიაქციონ "ოცნების" განცხადებებს და ნუ შეეშინდებათ არჩევნებზე მისვლის, რადგან ესაა შანსი, რომ ერთდროულად დაამარცხონ ოლიგარქი და რუსეთი. 

"ქართული ოცნების" ამოცანაა, შეაშინოს ხალხი, რათა ნაკლები ადამიანი მივიდეს არჩევნებზე. არ მოატყუებინოთ თავი მათ. ყოველ ჯერზე, როცა გადაწყვეტთ, რომ სახლში დარჩეთ, ფაქტობრივად, ხმას აძლევთ "ოცნებას". ჩვენ კი 1 ამოცანა გვაქვს, რომ ძალიან მშვიდად, ყველა წესების დაცვით, მივიდეთ არჩევნებზე... ჩვენი არჩევანი უნდა იყოს ოცნებისა და რუსეთის წინააღმდეგ - ისინი ერთდროულად უნდა დავამარცხოთ", - თქვა ოპოზიციონერმა. 

ამასთან, ოპოზიციონერმა დააანონსა, რომ ენმ, წესების სრულად დაცვით, ხვალ მხარდამჭერებთან შესახვედრად ემზადება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი